ცეცაძემ “სამტრედია” დატოვა

0
7

“სამტრედია” მთავარმა მწვრთნელმა გია ცეცაძემ დატოვა – ამის შესახებ კლუბის ოფიციალური გვერდი წერს.
46 წლის სპეციალისტმა “სამტრედია”, რომელთან ერთადაც ქვეყნის ჩემპიონობა მოიპოვა, 3-წლიანი პაუზის შემდეგ, მიმდინარე წლის თებერვალში ჩაიბარა. “სამტრედია” ეროვნული ლიგის უპირობო აუტსაიდერია არიან და დაბალ ლიგაში დაქვეითებას ვერ გადაურჩება.
“სამტრედია” 24 ოქტომბერს კრისტალბეთ ეროვნული ლიგის ერთპიროვნულ ლიდერს და საქართველოს ჩემპიონობის რეალურ კანდიდატ ბათუმის “დინამოს” უმასპინძლებს.