მიქაუტაძის „სერენის“ უიღბლო მატჩი

0
1

„სერენმა“, რომელშიც გიორგი მიქაუტაძე გამოდის ბელგიის ჩემპიონატში შინ ორბურთიანი სხვაობით წააგო.

მე-12 ტურში „სერენმა“ „შარლერუას“ უმასპინძლა და პირველი ტაიმი 0:2 წააგო, ხოლო შესვენების შემდეგ გოლი კიდევ გაუშვა, ხოლო მატჩის მიწურულს მხოლოდ ერთი ბურთი გაქვითა.

საქართველოს ეროვნული გუნდის თავდამსხმელი სასტარტო შემადგენლობაში იყო და შეუცვლელად ითამაშა.

ის ბელგიის უმაღლეს დივიზიონში სადებიუტო სეზონს ატარებს და 6 თამაშში 5 ბურთი გაიტანა.

“სერენი” 12 ქულით 18-გუნდიან ჩემპიონატში მე-14 ადგილზეა.

კვიპროსის ჩემპიონატის მე-7 ტურში “დოქსა”, რომლის ღირსებას ავთო ებრალიძე იცავს, სტუმრად ნიქოზიას “ოლიმპიაკოსს” შეხვდა და 0:1 წააგო. ქართველ შემტევ ნახევარმცველას არ უთამაშია.