ნიკა კვეკესკირი პოზნანის „ლეხის“ სასტარტო შემადგენლობაში ისევ ვერ მოხვდა.
პოლონეთის ექსტრაკლასას მე-12 ტურში „ლეხმა“ პლოცკის „ვისლა“ მიიღო და 4:1 გაიმარჯვა.
მასპინძლებმა შესვენებამდე ერთი გოლი გაიტანეს, ხოლო მეორე ტაიმში მეტოქის კარი კიდევ 3-ჯერ აიღეს და თავად ერთი ბურთი გაუშვეს.
საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი თამაშში 66-ე წუთზე ჩაერთო, როდესაც მისი გუნდი 2:0 იგებდა.
„ლეხი“ 27 ქულით 18-გუნდიან სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზეა.
უზბეკეთის სუპერლიგის 23-ე ტურში „ქიზილქუმი“ გასვლაზე „სურხონთან“ 0:1 დამარცხდა.
სტუმრებში ნახევარმცველებმა ელგუჯა გრიგალაშვილმა და გიორგი კუხიანიძემ შეუცვლელად ითამაშეს, ხოლო ვაწაძე მოედანზე 81-ე წუთზე შევიდა.
