გვილიას მეექვსე მატჩი შეუცვლელად და მეორე ადგილი ექსტრაკლასაში

0
2

ვაკო გვილიამ პოლონეთის ექსტრაკლასაში შეუცვლელად კიდევ ერთი მატჩი ჩაატარა.

მე-12 ტურში, „რაკუვმა“ შინ „ტერმალიცას“ 3:2 სძლია და საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი მიმდინარე სეზონში მეექვსედ მოედანზე პირველიდან ბოლო წუთამდე იმყოფებოდა.

მასპინძლებმა მე-6 წუთზე პენალტი ვერ გაიტანეს, ხოლო სტუმრებმა იმაზე წუთზე ავტოგოლი მიითვალეს.

მეორე ტაიმში „ტერმალიცა“ დაწინაურდა, ხოლო „რაკუვმა“ ანგარიში 63-ე წუთზე გაათანაბრა.

„რაკუვმა“ მესამე გოლი 78-ე წუთზე გაიტანა და იმ ეპიზოდში გვილიამ მეტოქის საჯარიმოში ზუსტი პასი ტუდორს გაუკეთა, რომელმაც თავის მხრივ გადაცემა გოლის ავტორ პეტრასეკს გაუკეთა.

„რაკუვი“ 24 ქულით 18-გუნდიან ჩემპიონატში მე-2 ადგილზეა.

ავსტრიის ბუნდესლიგის მე-12 ტურში „ვოლფსბერგერმა“ შინ „კლაგენფურტს“ 2:1 სძლია. საქართველოს ნაკრების მცველი ლუკა ლოჩოშვილი სასტარტოში იყო და 67-ე წუთზე გააფრთხილეს, ხოლო ძირითადი დროსთვის დამატებულ მეორე წუთზე შეცვალეს.

„ვოლფსბერგერი“ 18 ქულით 12-გუნდიან ბუნდესლიგაში მე-3 პოზიციაზეა.