ტულას „არსენალი“, რომელშიც ზურიკო დავითაშვილი გამოდის, რუსეთის პრემიერ ლიგის მე-12 ტურში უშუალო კონკურენტთან უშანსოდ დამარცხდა.
ტულელები „როსტოვს“ ესტუმრნენ და ოთხი უპასუხო გოლი გაუშვეს. საქართველოს ეროვნული ნაკრების შემტევი ნახევარმცველმა მოედანზე ორი ტაიმი გაატარა.
„არსენალი“ 12 ქულით 16-გუნდიან ჩემპიონატში მე-13 ადგილზეა.
ოდესის „ჩერნომორეცმა“ უკრაინის პრემიერ ლიგის მე-12 ტურში შინ „ლვოვს“ ვერ აჯობა – 1:1.
მასპინძლებში საქართველოს ნაკრების გარემარბმა გიორგი წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა და 55-ე წუთზე გააფრთხილეს, ხოლო მის მსგავსად სასტარტოში მყოფი ბექა ვაჩიბერაძე 65-ე წუთზე „გააყვითლეს“, ხოლო ოთხ წუთში შეცვალეს.
„ჩერნომორეცი“ 7 ქულით 16-გუნდიან პრემიერ ლიგაში მეთოთხმეტეა.
დავით ვოლკოვის „ზირემ“ აზერბაიჯანის პრემიერ ლიგის მე-8 ტურში გასვლაზე ბაქოს „ნეფთჩისთან“ 1:2 წააგო. ქართველმა ფორვარდმა მე-60 წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო და მატჩის ბოლომდე არ შეუცვლიათ.
