ბერიძემ ზივზივაძე მოუგო

0
1

უნგრეთის საფეხბურთო ჩემპიონატის მე-10 ტურში „უიპეშტმა“, რომელშიც გიორგი ბერიძე გამოდის შინ „ფეჰერვარს“ აჯობა, სადაც ბუდუ ზივზივაძე ირჯება.

„უიპეშტს“ მე-13 წუთზე ფეხბურთელი გაუძევეს, მაგრამ ამის მიუხედავად 50-ე წუთზე გატანილი გოლით გაიმარჯვა.

ორივე ქართველი შემტევი თავისი გუნდების სასტარტო შემადგენლობაში მოხვდა – ზივზივაძე 61-ე წუთზე შეცვალეს, ხოლო ბერიძე – 70-ეზე.

„ფეჰერვარმა“ მიმდინარე სეზონში პირველი თამაში მოიგო და 7 ქულით 12-გუნდიან ჩემპიონატში ბოლო ადგილზეა, ხოლო „ფეჰერვარი“ 14 ქულით – მეექვსეა.