საქართველოს 19-წლამდე გოგონათა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ფარგლებში მეორე მატჩი ისრაელის წინააღმდეგ გამართა და ფრედ – 1:1 ითამაშა.
მატჩი ისრაელის ნაკრების ტერიტორიული უპირატესობით წარიმართა, საქართველოს ნაკრები კი, ძირითადად კონტრშეტევაზე მოქმედებდა. ანგარიში 33-ე წუთზე მეტოქემ გახსნა, საქართველოს ნაკრების კარი შანი სიროტამ აიღო. პირველი ტაიმის დარჩენილ დროში ანგარიში აღარ შეცვლილა.
ჩვენმა გუნდმა გათანაბრება მეორე ნახევრის სტარტზევე შეძლო, 46-ე წუთზე შედეგიანი დარტყმა ეთერ სულაშვილმა შეასრულა და საბოლოო შედეგი დააფიქსირა.
შეგახსენებთ, რომ ქართველმა გოგონებმა პირველი მატჩი რუმინეთთან 1:2 წააგეს.
ისრაელი 1:1 საქართველო
23 ოქტომბერი. ტა ქალი, სენთენარი
ისრაელი: მ. სიროტა, შალომი, პარნაფესი, დერკსენი, ელჰადადი (58′ ნაგარი), ედრი, ჰოროვიცი (58′ ლევი), არაზი, შ. სიროტა, რავიდი (85′ ბიტონი), ტურესკი
სათადარიგო შემადგენლობა: შემერი, რუბინშტეინი, ბენგალი, რაჰატი, თოფურია, ეფრატი
მთავარი მწვრთნელი: ერეზ ბელფერი
საქართველო: თაბაგარი, ძაძუა, კაპანაძე, სვანიძე, ჯგუშია, წიქარიშვილი (63′ ბეგიაშვილი), კახნიაშვილი, სულაშვილი (56′ ენჯიბაძე), მწყერაშვილი (90′ გობრონიძე), მოდრეკილაძე, ბებია
სათადარიგო შემადგენლობა: ცუხურკაიძე, წიქარიძე, კანდელაკიშვილი, ბაქრაძე, მელიქიშვილი
მთავარი მწვრთნელი: ლავრენტი დავითაშვილი
გოლები: 1:0 შ. სიროტა (33), 1:1 სულაშვილი (46)
გაფრთხილება: 45+1′ სვანიძე, 62′ ბებია, 81′ მწყერაშვილი, 90+4′ თაბაგარი, 90+7′ ენჯიბაძე
მსაჯები: ალეკსანდრა ჩესენი, სტაშა შპური, იოანა ვასალო, მიკელე მიცი
საქართველოს 19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის დასკვნით შეხვდრას 26 ოქტომბერს თბილისის დროით 13:00 საათზე მალტას ნაკრების წინააღმდეგ გამართავს.
