“ბარსელონას” დანაკლისი და ოპტიმისტი კუმანი

0
4

კატალონიის “ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა რონალდ კუმანმა 24 ოქტომბერს მადრიდის “რეალთან” ჩასატარებელი მატჩის წინ განაცხადა: “ბოლო ორი თამაში მოგებული გვაქვს და ამ შეხვედრას შესანიშნავი განწყობით ვხვდებით. ველით, რომ “კამპ ნოუზე” კარგი ატმოსფერო იქნება და ვეცდებით, ჩვენს გულშემატკივრებს სიამოვნება მივანიჭოთ.
“რეალთან” მატჩი ძალიან მნიშვნელოვანია. უნდა დავამტკიცოთ, რომ სწორი გზით მივდივართ და ვვითარდებით. ამისთვის საჭიროა, მატჩის დასაწყისიდანვე უშიშრად ვითამაშოთ.
მომავალ “ელ კლასიკოში”გამოკვეთილი ფავორიტი არაა. შინ ვთამაშობთ, ფანები ჩვენ გვერდით არიან და ამ მხრივ უპირატესობა გვაქვს“.
“ბარსელონას” რონალდ არაუხო, პედრი გონსალესი, უსმან დემბელე და მარტინ ბრეითუეიტი დააკლდება. მართალია, უკანასკნელი ორი დიდი ხანია, ტრავმირებულია, თუმცა, არაუხო და პედრი კატალონელთათვის მნიშვნელოვანი ფეხბურთელები არიან.
სამაგიეროდ გუნდს დაუბრუნდა ჟორდი ალბა, რომელიც, დიდი ალბათობით, “რეალის” წინააღმდეგ თამაშს შეძლებს.