“ვალენსია”, “ბარსელონა”, “შახტარი” და სხვები – “ბენდელა” საერთაშორისო ტურნირს უმასპინძლებს

0
3

26-31 ოქტომბერს სპორტის ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდის ორგანიზებით საერთაშორისო ტურნირი ჩატარდება, რომელსაც “ბენდელას” სტადიონი უმასპინძლებს. შეჯიბრებაში მონაწილეობას 2008 წელს დაბადებული ფეხბურთელები მიიღებენ.

“კოკა-კოლას” თასის გათამაშებაზე ითამაშებენ ისეთი გუნდები, როგორებიცაა: ესპანეთის “ვალენსია”, ემირატებიდან “ბარსელონას” აკადემია, დონეცკის “შახტარი”, თურქეთის “ტრაბზონსფორი”, ტაშკენტის “ბუნედკორი”, ყაზახეთის “აქტაუ” და “საბურთალოს” ორი გუნდი.
მატჩები გაიმართება “ბენდელას” განახლებულ მოედანზე, ყველა მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს ჩვენს Youtube არხზე შემოგთავაზებთ. საერთაშორისო ტურნირი “ვალენსიასა” და “შახტარის” მატჩით დაიწყება.
ტურნირის მხარდამჭერია სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდი. ასევე, კომპანია “ლიდერ-ბეთი” და “სპორტ-სოლუშენი”.
პირველი სათამაშო დღის კალენდარი:

“ვალენსია” – “შახტარი”           11:00
“ტრაბზონსფორი” – “კასპი” (აქტაუ)12:30
“ბუნედკორი” – “საბურთალო-2”     16:00
“ბარსელონა” – “საბურთალო-1:       17:30