საქართველოს ქალთა ნაკრების მეორე მარცხი შესარჩევში

0
4

საქართველოს ქალთა ეროვნულმა ნაკრებმა 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მეორე შეხვედრა ფინეთის წინააღმდეგ ჩაატარა. მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გამართული მატჩი სტუმართა გამარჯვებით, ანგარიშით – 0:3 დასრულდა.

ანგარიში მე-17 წუთზე გაიხსნა, შორეული დარტყმით თეონა სუხაშვილის კარი ლინდა სალსტრიომმა აიღო. რამდენიმე რეალური მომენტის მიუხედავად პირველ ნახევარში ანგარიში არ შეცვლილა. სტუმრებმა უპირატესობის გაზრდა 68-ე წუთზე შეძლეს, საკუთარი გუნდის სწრაფი კონტრშეტევა შედეგიანი დარტყმით სანი ფრანსმა დაასრულა. საბოლოო შედეგი მალევე დაფიქსირდა, 71-ე წუთზე 11-მეტრიანი ზუსტად ემი ალანენმა შეასრულა.

​საქართველო 0:3 ფინეთი

თბილისი, მიხეილ მესხი

​საქართველო: სუხაშვილი, პასიკაშვილი (84′ გორგაძე), ჩხარტიშვილი (90+1′ ქადაგიშვილი), დანელია, მატვეევა, ჭიჭინაძე (90+1′ წოწერია), ხაბურძანია (84′ ბოლქვაძე), ბაქრაძე, ტატუაშვილი, სუთიძე, თოდაძე (72′ ჯანიკაშვილი​)

სათადარიგო შემადგენლობა: გაბუნია, ალელიშვილი, გურიელიძე, გუჯაბიძე, დიმოპულუ

​მთავარი მწვრთელი: გიორგი ჩხაიძე

​ფინეთი: კორპელა, პიკუიამსა, კოივისტო, ენგმანი (46′ ფრანსი), ალანენი (76′ ჰირინენი), ჰერუმი, რანტანენი (64′ დანიელსონი), ვესტერლუნდი, სალსტრიომი, საინიო (64′ ატინენი), სუმანენი (36′ ოილინგი)

​სათადარიგო შემადგენლობა: მილიოია, ტამინენი, აუვინენი, კემპლი, ნისტრიომი, სალმი, რანტალა

მთავარი მწვრთნელი: ანა სიგნეული

გოლი: 0:1 სალსტრიომი (17), 0:2 ფრანსი (68), 0:3 ალანენი (პენ.) (71)

​გაფრთხილება: 11′ ხაბურძანია, 25′ კოივისტო, 86′ ფრანსი, 87′ ბაქრაძე

​მსაჯები: ლუდმილა ტელბუხი (უკრაინა), სვიტლანა გრუშკო (უკრაინა), ირინა ჩაიკა (უკრაინა), სოფია პრიჩინა (უკრაინა)
​საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრები 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ფარგლებში მომდევნო შეხვედრას სტუმრად სლოვაკეთის წინააღმდეგ გამართავს. მატჩი 26 ოქტომბერს თბილისის დროით 18:30 საათზე დაიწყება.