საქართველოს ნაკრები ფიფას რეიტინგში 93-ეა

0
3

საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების ფიფა/კოკა-კოლას რეიტინგში დაწინაურდა.

ფრანგი ვილი სანიოლის გაწვრთნილი გუნდი ოქტომბრის რეიტინგში 93-ე ადგილზეა და სექტემბერთან შედარებით მდგომარეობა 3 პოზიციით გაიუმჯობესა.

რაც შეეხება მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ B ჯგუფში ჩვენს მეტოქეებს, ესპანეთის ნაკრები რეიტინგში მე-7-ეა, შვედეთი – მე-17, საბერძნეთი – 47-ე, ხოლო კოსოვო 113-ე.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები 4 ქულით ჯგუფში მე-4 ადგილზეა. სანიოლის გუნდმა სტუმრად საბერძნეთთან ფრე ითამაშა და გასვლაზე კოსოვოს მოუგო, ხოლო დანარჩენი მატჩები წააგო.

რეიტინგის სათავეში ბელგიაა, მეორე ადგილზე ბრაზილია, მესამეზე კი საფრანგეთი.