საქართველოს 17 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებმა ევროპის 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლი ქულით დაიწყო.
გიორგი ჩიტაურის შეგირდებმა მე-4 ჯგუფში, რომელსაც უნგრეთი მასპინძლობს პირველი მატჩი ისლანდიასთან ჩააგტარა და მიუხედავად იმისა, რომ იგებდა, საბოლოოდ სამი ქულა ვერ აიღო.
ქართველებს ანგარიშის გახსნა 32-ე წუთზე შეეძლოთ, მაგრამ გიორგი ტაბატაძემ პენალტი ვერ გამოიყენა.
შეხვედრის 41-ე წუთზე ისლანდიელთა კარი თენგო ალიბეგაშვილმა გახსნა, რომელმაც მარცხენა ფლანგიდან ჩაწოდებული კუთხურის შემდეგ თავით გაიტანა. ძირითადი დროის დასრულებამდე 9 წუთით ადრე გუდიონსენმა სოსო კოპალიანის კარი აიღო და თავის გუნდს ქულა მოუტანა.
პარალელურად გამართულ თამაშში უნგრელებმა ესტონელები 3:0 დაამარცხეს და ჯგუფში გალიდერდნენ.
საქართველო – ისლანდია 1:1 (1:0)
22 ოქტომბერი. ბუდარიოში. „ბუდაიორში ვაროში“.
საქართველო: კოპალიანი, გობეშია, ნარიმანიძე, ხარჩილავა, სადღობელაშვილი, ტაბატაძე (ბასილაძე, 88), სიგუა, ალიბეგაშვილი, პარკაძე (კარაევი, 82), ცეცხლაძე (ხაჩიძე, 74), პარკინაშვილი.
მთავარი მწვრთნელი: გიორგი ჩიტაური
გოლი: 1:0 ალიბეგაშვილი (41), 1:1 გუდიონსენი (81)
ტაბატაძემ 32-ე წუთზე პენალტი ვერ გამოიყენა.
გაფრთხილება: გუდიონსენიმ (40), ალიბეგაშვილი (75),
მთავარი მსაჯი: ვ. შიმუსიკი (ბელარუსი)
