გიორგი მერებაშვილმა „პოდბესკიძიეში“ მიმდინარე სეზონში თავისი მესამე გოლი გაიტანა.
პოლონეთის რანგით მე-2 ლიგის მე-12 ტურში „პოდბესკიძიემ“ სტომილი სტუმრად 4:2 დაამარცხა.
პირველი ტაიმის 23-ე წუთზე, როდესაც „პოდბესკიძიე“ 2:0 იგებდა, მერებაშვილმა საჯარიმოს ფარგლებს გარედან ძლიერი დარტყმით ლამაზი გოლი გაიტანა.
ის 68-ე წუთზე შეცვალეს, როდესაც მატჩში ყველა გოლი გასული იყო.
„პოდბესკიძიე“, რომელსაც 35 წლის ქართველი შემტევი ნახევარმცველი სეზონის წინ შეუერთდა 21 ქულით 18-გუნდიან ჩემპიონატში მე-6 ადგილზეა.
