მასიმილიანო ფერარი კონსულტაციას ქუთაისის “ტორპედოს” გაუწევს

0
12

ქუთაისს, იტალიელი საფეხბურთო სპეციალისტი მასიმილიანო ფერარი ესტუმრა, რომელმაც ხელშეკრულება “ტორპედოს” მფლობელ “ნიუ ვიჟენთან” უკვე გააფორმა.

ფერარი კონსულტაციას, როგორც ქუთაისურ კლუბს, ასევე “ნიუ ვიჟენის” ახალგაზრდულ გუნდებს გაუწევს და ამასთან, წვლილს ბავშვთა საფეხბურთო აკადემიის ფუნქციურად გამართვაშიც შეიტანს.

მისი საქართველოში ჩამოყვანა “ინტერის” აკადემიისა და ტორპედოს სამეთვალყურეო საბჭოს წევრის ანა წერეთლის ძალისხმევით განხორციელდა.

მასიმილიანო ფერარი წლების განმავლობაში, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, “მილანის” აკადემიის მწვრთნელი იყო.

2019 წელს ის ხელმძღვანელობდა ბათუმში გამართულ “მილანის” ახალგაზრდულ ბანაკს.

დღეს, იტალიელი სტუმარი ტორპედო ქუთაისის გენერალურ დირექტორ ბატონ, გიორგი მჭედლიძეს შეხვდა, მასთან ერთად არსებული ინფრასტრუქტურა დაათვალიერა და ახალგაზრდული კლუბის საწვრთნელ პროცესსაც დაესწრო.