ქეცბაიას „ანორთოსისმა“ უპირატესობა გაანიავა, კაჭარავა სასტარტოში საგოლე პასით დაბრუნდა

0
4

თემურ ქეცბაიას გაწვრთნილმა „ანორთოსისმა“ კონფერენს ლიგაში თავის მოედანზე ესტონეთის „ფლორას“ ვერ მოუგო, მიუხედავად იმისა, რომ მატჩის მსვლელობისას ორბურთიანი სხვაობით ლიდერობდა.

მასპინძლებიდან 25-ე წუთზე ანგარიში დელეტიჩმა გახსნა, ხოლო სამ წუთში პოპოვიჩმა მეტოქის კარი მეორედ აიღო.

38-ე წუთზე საპინენმა კვიპროსელების კარი აიღო, ხოლო მე-80 წუთზე მან დუბლი შეასრულა.

„ანორთოსისის“ სასტარტო შემადგენლობაში დიდი ხნის პაუზის შემდეგ თავდამსხმელმა ნიკა კაჭარავამ ითამაშა, რომელმაც პოპოვიჩს საგოლე გადაცემა გაუკეთა.

საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარე გიორგი ლორია ფამაგუსტელთა თადარიგში იყო. მის მსგავსად განაცხადში მოხვდა და არ უთამაშია ნახევარმცველ ნიკა ნინუას.

„ანორთოსისს“ 1 ქულა აქვს და B ჯგუფში, სადაც „პარტიზანი“ და „გენტიც“ არიან, ბოლო ადგილზეა.