პირველი ვარჯიში უნგრეთში – 17-წლამდელების მზადება ისლანდიასთან მატჩისთვის

0
1

საქართველოს 17 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებმა, უნგრეთში დაბა ტელიკის “გლობალ ფუტბოლ პარკის” საწვრთნელი კომპლექსის მოედანზე, დღეს პირველი ვარჯიში გამართა.

გიორგი ჩიტაურის გუნდი, საკვალიფიკაციო რაუნდის ჯგუფური ეტაპის მატჩებს, 22 ოქტომბერს ისლანდიელ თანატოლებთან შეხვედრით დაიწყებს.

შეგახსენებთ, რომ 2022 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო რაუნდის, მე-4 ჯგუფის მატჩებს, 22-დან 28 ოქტომბრამდე უნგრეთი უმასპინძლებს. საქართველოს ასაკობრივი ნაკრების მეტოქეები, ჯგუფურ ეტაპზე – ისლანდია, ესტონეთი და მასპინძელი უნგრეთი იქნებიან.

📅 19:00 | 22 ოქტომბერი – საქართველო V ისლანდია
📅 19:00 | 25 ოქტომბერი – უნგრეთი V საქართველო
📅 19:00 | 28 ოქტომბერი – ესტონეთი V საქართველო

17-წლამდე ვაჟთა ნაკრები, უნგრეთში 21 ფეხბურთელით გახლავთ წარმოდგენილი.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა

მეკარეები: სოსო კოპალიანი (ლოკომოტივი თბილისი), გიორგი ბედიაშვილი (სფფ-ის აკადემია), რევაზ კურტანიძე (საბურთალო).

მცველები: ალექსანდრე ნარიმანიძე (საბურთალო), გელა სადღობელაშვილი (სფფ-ის აკადემია), საბა ხარჩილავა (დინამო თბილისი), გიორგი ტაბატაძე (საბურთალო), აკაკი გიუნაშვილი (დინამო თბილისი), თენგო გობეშია (დინამო თბილისი).

ნახევარმცველები: თენგო ალიბეგაშვილი (დინამო თბილისი), ალექსნადრე ჩიხაძე (მერანი მარტვილი), ნიკოლოზ ცეცხლაძე (სფფ-ის აკადემია), გაბრიელ სიგუა (დინამო თბილისი), ლაშა გადილია (სფფ-ის აკადემია), ალეკო ბასილაძე (სფფ-ის აკადემია), ამინ კარაევი (დინამო თბილისი), ლუკა პარკაძე (დინამო თბილისი), გივი ხაჩიძე (საბურთალო), დემეტრე ციკოლია (35-ე სკოლა).

თავდამსხმელები: გიორგი პარკინაშვილი (35-ე სკოლა), გიორგი ფარცვანია (დინამო თბილისი).