მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე შეხვედრა ფინეთის წინააღმდეგ

0
3

საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრები 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე შეხვედრაში ფინეთს დაუპირისპირდება. 20 ოქტომბერს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გიორგი ჩხაიძის გუნდმა მატჩისწინა ბოლო ვარჯიში გამართა. საწვრთნელი პროცესი ერთი საათის განმავლობაში გაგრძელდა და მასში 22 ფეხბურთელი მონაწილეობდა. “ლანჩხუთისა” და საქართველოს ნაკრების ფორვარდმა ხატია ჭყონიამ კი, ინდივიდუალური პროგრამით ივარჯიშა.​

საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრების შემადგენლობა

მეკარეები: თათია გაბუნია (ლანჩხუთი, საქართველო), თეონა სუხაშვილი (კვარტალი, თბილისი, საქართველო), თეკლე გულორდავა (კვარტალი, თბილისი, საქართველო)

მცველები: ნინო ჩხარტიშვილი (ლანჩხუთი, საქართველო), ნინო სუთიძე (კვარტალი, თბილისი, საქართველო), გვანცა ქადაგიშვილი (კვარტალი, თბილისი, საქართველო), თამარ ტატუაშვილი (ამორა, პორტუგალია), ნინო გურიელიძე (ნიკე, თბილისი, საქართველო), ია ალელიშვილი (ლანჩხუთი, საქართველო), ნინო გუჯაბიძე (ლანჩხუთი, საქართველო)

ნახევარმცველები: თეონა თოდაძე (ლანჩხუთი, საქართველო), ირინა ხაბურზანია (ლანჩხუთი, საქართველო), ანასტასია ბოლქვაძე (კვარტალი, თბილისი, საქართველო), ნინო პასიკაშვილი (კვარტალი, თბილისი, საქართველო), ნათია დანელია (კვარტალი, თბილისი, საქართველო), ლანა გორგაძე (მართვე, ქუთაისი, საქართველო), მარიამ ჯანიკაშვილი (ნორჩი დინამო, თბილისი, საქართველო), სალომი დიმოპულო (ლანჩხუთი, საქართველო), თეონა ბაქრაძე (ლანჩხუთი, საქართველო), ტატიანა მატვეევა (კრივბასი, კრივოი როგი, უკრაინა)

თავდამსხმელები: ხატია ჭყონია (ლანჩხუთი, საქართველო), ლელა ჭიჭინაძე (ნიკე, თბილისი, საქართველო), ნათელა წოწერია (ლანჩხუთი, საქართველო)

2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ფარგლებში საქართველოსა და ფინეთის ეროვნულ ნაკრებთა დაპირისპირება 21 ოქტომბერს 19:00 საათზე მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება. პირდაპირ რეპორტაჟს კი, საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

შეგახსენებთ, რომ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, მიმდინარე წლის 20 ოქტომბრიდან ღია ტიპის სტადიონებზე საერთო ტევადობის 33 პროცენტის შესაბამისი გულშემატკივრის რაოდენობა დაიშვება.​

მატჩებზე დასწრების მსურველებმა უნდა წარმოადგინონ ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტი, ან 72 საათიანი ვალიდურობის PCR ტესტი, ან 24 საათიანი ვალიდურობის ანტიგენ (სწრაფი) ტესტის უარყოფითი პასუხი, ან ბოლო 6 თვის განმავლობაში კორონავირუსის გადატანის დამადასტურებელი ცნობა. აღნიშნული ვრცელდება არასრულწლოვან პირებზეც.