„ბარსელონამ“ ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში პირველი მატჩი მოიგო.
ჯგუფური ეტაპის მე-3 ტურში რონალდ კუმანის გაწვრთნილი გუნდი შინ კიევის „დინამოს“ დაუპირისპირდა და 36-ე წუთზე ხერარდ პიკეს მიერ გატანილი ერთადერთი გოლით გაიმარჯვა.
კატალონიელთა ისტორიაში პიკე ყველაზე ასაკოვანია ფეხბურთელია, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაში მეტოქის კარი აიღო. მან კიეველები 34 წლისა და 260 დღის ასაკში დაამწუხრა.
მანამდე, „ბარსადან“ ევროპის ყცელაზე პრესტიჟულ ტურნირში ყველაზე ასაკოვანი გოლის გამტანი მოთამაშე ბრაზილიელი სილვინიო იყო, რომელმაც 2008 წელს დონეცკის „შახტარს“ 34 წლის და 241 დღის ასაკში გაუტანა.
სხვათა შორის, პიკემ „დინამოს“ კარში გამარჯვების გოლი ზედიზედ მეორედ მიითვალა. მან იმავე 2020 წლის 4 ნოემბერს ჩემპიონთა ლიგის ასევე მე-3 ტურში გააკეთა.
„ბარსელონამ“ მიმდინარე გათამაშებაში გოლი პირველად არ გაუშვა და თავად პირველად გაიტანა. გარდა ამისა, 2020 წლის დეკემბრის შემდეგ ესპანურ კლუბს ჩემპიონთა ლიგაში 2 ან მეტი გოლი არ გაუტანია.
„დინამოსთან“ შეხვედრამდე „ბარსას“ ნახსენებ ტურნირში 5 შეხვედრა არ მოეგო – 4 მარცხი და 1 ფრე.
„ბარსელონა“ E ჯგუფში 3 ქულით მე-3 ადგილზეა.
