ტურის ცენტრალური შეხვედრა ბათუმში ფრედ დასრულდა

0
5

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 30-ე ტურის ცენტრალური შეხვედრა ბათუმის „დინამოსა“ და თბილისის „დინამოს“ შორის 1:1 დასრულდა.

მატჩის მე-18 წუთზე ლევან ხარაბაძემ მარცხენა ფრთიდან კარგი პასით მეტოქის საჯარიმოში გახსნილი განელი ფროვარდი მოძებნა, რომელმაც ერთი შეხებით დაარტყა და „დინამო“ დააწინაურა.

ამის შემდეგ თბილისელებს ანგარიშის გაზრდის საშუალება ჰქონდათ, მაგრამ ბათუმელთა მეკარესთან პირისპირ გასულმა სერბს ფორვარდს ლაზარე კუპატაძემ აუღო.

38-ე წუთზე, დინამოელებმა ბურთი საკუთარ ნახევარზე დაკარგეს და მასპინძლების რამდენიმე სვლიანი კომბინაცია ზუსტი დარტყმით ჯაბა  ჯიღაურმა დაასრულა, რომელმაც ჩემპიონატში თავისი მე-12 გოლი გაიტანა.

მიმდინარე სეზონში ბათუმის „დინამომ“ თბილისელებს 3 მატჩი მოუგო და ამ გუნდების მხოლოდ ერთი დაპირისპირება დასრულდა ფრედ.

გია გეგუჩაძის გაწვრთნილი ბათუმელები ჩემპიონატს 64 ქულით ლიდერობენ, მეორე ადგილზე მყოფი თბილისელები, რომლებსაც კახა ცხადაძე ხელმძღვანელობს, 57 ქულით მეორეა.