„მილანის“ ყველაზე ცუდი სტარტი ჩემპიონთა ლიგაში, იბრაჰიმოვიჩი მხოლოდ გიგზს ჩამორჩება

0
6

„მილანმა“ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ზედიზედ მესამე მატჩი წააგო. ამჯერად, „როსონერი“ სტუმრად „პორტუსთან“ 0:1 დამარცხდა.

მილანელებმა არსებობის ისტორიაში ჩემპიონთა ლიგის სტარტზე ზედიზედ 3-ჯერ პირველად დამარცხდნენ.

გარდა ამისა, ნახსენებ ტურნირში ჩატარებული ბოლო 10 შეხვედრიდან „მილანმა“ 5 წააგო, 4 ფრედ დაასრულა და მხოლოდ 1 მოიგო.

იტალიელთა რიგებში მეორე ტაიმში მოედანზე ოლივიე ჟირუს ნაცვლად ზლატან იბრაჰიმოვიჩი შევიდა, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაში 2017 წლის ნოემბრის მერე პირვალდ ითამაშა. შვედი მაშინ „მანჩესტერ იუნაიტედში“ გამოდიოდა. მან ჩემპიონთა ლიგაში „მილანის“ მაისური 2012 წლის შემდეგ პირველად მოირგო.

იბრაჰიმოვიჩი თამაშში ჩართვის მომენტში 40 წლისა და 16 დღის იყო. მინდვრის ფეხბურთელებს შორის ამ ტურნირში მასზე ასაკოვანს მხოლოდ „მანჩესტერ იუნაიტედის“ გარემარბ რაიან გიგზს უთამაშია – 40 წლისა და 123 დღის.