ლიონელ მესიმ პსჟ-ში გადასვლის შემდეგ პირველი დუბლი შეასრულა.
ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-3 ტურში პსჟ-მ „ლაიფციგს“ უმასპინძლა და 3:2 დამარცხა.
შეხვედრის მე-9 წუთზე ინდივიდუალური გარღვევის შემდეგ ანგარიში კილიან მაბპემ გახსნა.
„ლაიფციგმა“ საპასუხო ბურთი 28-ე წუთზე ანდრე სილვას ზუსტი დარტყმის შემდეგ გაიტანა. 57-ე წუთზე სტუმრები მუკიელემ დააწინაურა.
67-ე წუთზე მესიმ ანგარიში გაათანაბრა, ხოლო 74-ეზე პენალტით მასპინძლები წინ გაიყვანა. ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-4 წუთზე მბაპემ თერთმეტმეტრიანი ვერ გამოიყენა. პსჟ A ჯგუფს 7 ქულით ლიდერობს.
მესიმ ჩემპიონთა ლიგაში 3 შეხვედრაში 3 გოლი გაიტანა, როდესაც საფრანგეთის ლიგა 1-ში ჯერ თავი არ გამოუჩენია.
მან ჩემპიონთა ლიგაში 37-ე გუნდს გაუტანა და კრიშტიანუ რონალდუს რეკორდი გაიმეორა. არგენტინელთა ერთი წლის განმავლობაში 40 გოლი კარიერაში მეთორმეტედ გაიტანა.
მესიმ ჩემპიონთა ლიგაში მეტოქეთა კარი 123-ჯერ აიღო და ამ მაჩვენებლით მხოლოდ რონალდუს ჩამორჩება, რომლის ანგარიშზე 136 გოლია.
