„ლოკომოტივის“ ფიასკო „დილასთან“

0
2

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 30-ე ტური საგურამოში დასრულდა, სადაც თბილისის „დინამო“ გორის „დილასთან“ 0:4 განადგურდა.

მე-11 წუთზე „დილას“ კონტრშეტევის დროს რევაზ ჩიტეიშვილმა პასი არ დაუგვიანა მასპინძლების საჯარიმოში გახსნილ ირაკლი ბიძინაშვილს, რომელმაც ანგარიში გახსნა – 0:1.

„ლოკომოტივი“ გაშვებული გოლის შემდეგ გონს ვერ მოვიდა, რომ სამურკასოვმა თავის საჯარიმოს მისადგომებთან ბურთი ალეფ სანტოსს „ჩააბარა“, რომელიც მეკარესთან პირისპირე დარჩა და თავისი შანსი ხელიდან არ გაუშვა – 0:2.

თბილისელები პირველ ტაიმში მიღებული შოკისგან ვერც შესვენების შემდეგ გამოვიდნენ და თამაშის განახლებიდან 10 წუთში მესამე გოლიც გაუშვეს, როდესაც მეტოქის საჯარიმოში მარცხნიდან შესული თორნიკე კაპანაძის დარტყმის შემდეგ, ბურთი უბილავას შეეხო, რასაც ნიდერლანდელი მეკარე სპენკელინკის უხეში შეცდომაც მოჰყვა და ანგარიში კიდევ უფრო გაიზარდა – 0:3.

70-ე წუთზე, გიორგი გაბაძე მარჯვენა ფლანგზე შეცდა და „დილას“ კონტრშეტევის დროს პაატა ღუდუშაურმა „ლოკომოტივის“ მცველი ადამა ვადი ოსტატურად ჩამოიცილა და ბურთი კარში გადაგზავნა – 0:4.

„დილამ“ ამ გამარჯვების წყალობით 50 ქულა დააგროვა და მე-4 ადგილზეა, ხოლო „ლოკომოტივი“ 44 ქულით – მეხუთეა.