ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-3 ტურში „ლივერპულმა“ დრამატულ მატჩში სტუმრად „ატლეტიკო“ 3:2 დაამარცხა.
მატჩის მე-8 წუთზე ანგარიშ მოჰამედ სალაჰმა გახსნა, ხოლო 5 წუთში ნაბი კეიტამ მადრიდელთა კარი მეორე აიღო. დიეგო სიმეონეს მწვრთნელობის პერიოდში „ატლეტიკომ“ მე-15 წუთამდე 2 გოლი პირველად გაუშვა.
მე-20 წუთზე ანტუან გრიზმანმა ერთი ბურთი გაქვითა, ხოლო 34-ეზე მადრიდში დაბრუნების შემდეგ პირველი დუბლი მიითვალა.
52-ე წუთზე, გრიზმანი გააძევეს, რადგან ბურთისთვის ბრძოლის დროს ფეხი სახეში ლივერპულელ ფაბინიოს ჩაარტყა.
78-ე წუთზე სალაჰმა პენალტი ზუსტად შეასრულა და მერსისაიდელები კიდევ ერთხელ დააწინაურა.
29 წლის ეგვიპტელმა მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირში 11 მატჩში 11 ბურთი გაიტანა და 4 საგოლე პასი გააკეთა. ის კლუბის ისტორიაში პირველი ფეხბურთელია, რომელმაც მოედანი უგოლოდ ზედიზედ 9 შეხვედრაში არ დატოვა.
მატჩის მიწურულს მსაჯმა პენალტი „ლივერპულის“ კარში დანიშნა, მაგრამ მოგვიანებით გადაწყვეტილება შეცვალა და ინგლისელებმა 3 ქულა აიღეს.
„ლივერპული“ სამიდან სამი მოგებით B ჯგუფის ლიდერია, ხოლო „ატლეტიკო“ 4 ქულით მეორეა.
