ბენზემა სანტილიანას გაუთანაბრდა, “რეალმა” “შახტარი” გაანადგურა

0
2

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-3 ტურში მადრიდის „რეალმა“ სტუმრად დონეცკის „შახტარი“ 5:0 გაანადგურა.

მადრიდელთა თავდამსხმელმა ქარიმ ბენზემამ განვლილ შეხვედრაში ერთი გოლი გაიტანა და ამდენივე საგოლე პასი გააკეთა.

ფრანგმა თავდამსხმელმა „რეალის“ მაისურით ყველა ტურნირში მეტოქეთა კარი 290-ჯერ აიღო და ამ მაჩვენებლით კლუბის ერთ-ერთ ლეგენდას სანტილიანას გაუთანაბრდა, რომელთან ერთად „სამეფო კლუბის“ ყველა დროის ბომბარდირებში მე-4 ადგილს იყოფს.

პირველ პოზიციაზე კრიშტიანუ რონალდუა (450), მეორეზე რაული (323), ხოლო მესამეზე ალფრედო დი სტეფანო – 308.

მიმდინარე სეზონში 33 წლის ბენზემამ 11 თამაშში მეტოქეთა კარი 11-ჯერ აიღო და 8 შედეგიანი პასი შეასრულა.

აქვე გეტყვით, რომ ბრაზილიელმა მარსელომ “რეალის” მაისურით ჩემპიონთა ლიგაში მე-100 შეხვედრა ჩაატარა.