20 ოქტომბრიდან სტადიონზე მაყურებელი ბრუნდება

0
5

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, მიმდინარე წლის 20 ოქტომბრიდან ღია ტიპის სტადიონებზე საერთო ტევადობის 33 პროცენტის შესაბამისი გულშემატკივრის რაოდენობა დაიშვება. აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ეგიდით გამართულ უმაღლესი ლიგის მატჩებსა და საერთაშორისო შეხვედრებს შეეხება.
შესაბამისად, 20 ოქტომბერს დაგეგმილ კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 30-ე ტურის მატჩებზე გულშემატკივარს შეზღუდული რაოდენობით დასწრება შეეძლება.
მატჩებზე დასწრების მსურველებმა უნდა წარმოადგინონ ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტი, ან 72 საათიანი ვალიდურობის PCR ტესტი, ან 24 საათიანი ვალიდურობის ანტიგენ (სწრაფი) ტესტის უარყოფითი პასუხი, ან ბოლო 6 თვის განმავლობაში კორონავირუსის გადატანის დამადასტურებელი ცნობა. აღნიშნული ვრცელდება არასრულწლოვან პირებზეც.