ქართველი მსაჯები კონფერენს ლიგის მატჩზე

0
13

21 ოქტომბერს ნიდერლანდების ქალაქ როტერდამში „დე კუიპზე” კონფერენს ლიგის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურის მატჩში ერთმანეთს ადგილობრივი “ფეიენორდი” და “უნიონ ბერლინი” დაუპირისპირდებიან.

უეფას გადაწყვეტილებით, შეხვედრას ქართველი მსაჯები მოემსახურებიან. მთავარი არბიტრი გიორგი ყრუაშვილია. მას ასისტენტობას ლევან ვარამაშვილი და ზაზა ფიფია გაუწევენ. მეოთხე მსაჯი კი დავით ხარიტონაშვილია.

გიორგი ყრუაშვილს, ქართველ მსაჯებთან ერთად უეფას ეგიდით გამართულ სხვადასხვა დონის მატჩებზე უმუშავია. 2021 წელს კი, მან 21-წლამდე ფეხბურთელთა შორის ევროპის ჩემპიონატის ფინალური შეხვედრა განსაჯა, სადაც ერთმანეთს გერმანიისა და პორტუგალიის ნაკრებები დაუპირისპირდნენ. ამავე ტურნირზე გიორგი ყრუაშვილმა ჯგუფური ეტაპის სამ შეხვედრაზე იმუშავა.