თორნიკე ოქრიაშვილმა აპოელში გადასვლის შემდეგ პირველი გოლი გაიტანა, რომელიც ძალიან ლამაზი აღმოჩნდა.
კვიპროსის უმაღლესი დივიზიონის მე-6 ტურში აპოელმა, სადაც ოქრიაშვილის გარდა, ნახევარმცველი ბუბა დაუშვილი და თავდამსხმელი გიორგი ქვილითაია გამოდიან, შინ ახნას “ეთნიკოსი” 2:1 დაამარცხდა.
პირველი ტაიმისთვის დამატებულ მე-2 წუთზე ოქრიაშვილმა მარცხნენა ფლანგზე თითქმის საჯარიმოს ხაზთან დანიშნული საჯარიმო დარტყმის შესრულების დროს ბურთი შორეულ “ცხრიანში” “ჩაახვია”. მან აპოელში გადასვლის შემდეგ 5 შეხვედრა ჩაატარა და 1 გოლი მიითვალა.
ოქრიაშვილმა შეუცვლელად ითამაშა. მის მსგავსად სასტარტოში დაუშვილი და ქვილითაია იყვნნენ. თუმცა, პირველმა მათგანმა ტრავმა მიიღო და შესვენების შემდეგ ყავარჯნებით სათადარიგო სკამზე იჯდა. ქვილითაია 78-ე წუთზე შეცვალეს.
სტუმრებმა საპასუხო ბურთი 81-ე წუთზე გაიტანეს, მაგრამ მასპინძლებმა “ეთნიკოსის” კარი 87-ე წუთზე კიდევ ერთხელ აიღეს და 3 ქულა მოიპოვეს.
აპოელი 6 ქულით 12-გუნდიან ჩემპიონატში მე-10 ადგილზეა.
