ლობჟანიძის გუნდის მეექვსე გამარჯვება და მეორე ადგილი

0
11

„ჰათაისფორმა“, სადაც საბა ლობჟანიძე გამოდის ბოლო 7 მატჩიდან მეექვსე მოიგო.

თურქეთის სუპერლიგის მე-9 ტურში „ჰათაისფორი“ შინ „გაზიანთეფს“ შეხვდა და 2:1 გაიმარჯვა.

საქართველოს ეროვნული ნაკრების გარემარბი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 86-ე წუთზე შეცვალეს. ამჯერად, მას გოლი არ გაუტანია და არც საგოლე პასი გაუკეთებია.

მასპინძლებიდან 52-ე წუთზე პენალტიდან ანგარიში დიუფმა გახსნა, ხოლო კამარამ 73-ე წუთზე მეორე გოლი გაიტანა. სტუმრებმა მეტოქის კარი 82-ე წუთზე აიღეს.

„ჰათაისფორმა“ ზედიზედ 7 თამაშიდან მხოლოდ „ფენერბახჩესთან“ (1:2) წააგო და 19 ქულით 20-გუნდიან ჩემპიონატში მეორე ადგილზეა – ლიდერ „ტრაბზონსფორს“ 2 ქულით ჩამორჩება.