საქართველოს ქალთა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება

0
5

საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება.

გიორგი ჩხაიძის გუნდი საკუთარ მოედანზე ფინეთს დაუპირისპირდება, სლოვაკეთის წინააღმდეგ კი სტუმრად ითამაშებს. ეროვნულმა ნაკრებმა საწვრთნელი პროცესი თბილისში 14 ოქტომბერს დაიწყო. მთავარმა მწვრთნელმა საწვრთნელ შეკრებაზე 23 ფეხბურთელი გამოიძახა.

საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრების შემადგენლობა

მეკარეები: თათია გაბუნია (ლანჩხუთი, საქართველო), თეონა სუხაშვილი (კვარტალი, თბილისი, საქართველო), თეკლე გულორდავა (კვარტალი, თბილისი, საქართველო)

მცველები: ნინო ჩხარტიშვილი (ლანჩხუთი, საქართველო), ნინო სუთიძე (კვარტალი, თბილისი, საქართველო), გვანცა ქადაგიშვილი (კვარტალი, თბილისი, საქართველო), თამარ ტატუაშვილი (ამორა, პორტუგალია), ნინო გურიელიძე (ნიკე, თბილისი, საქართველო), ია ალელიშვილი (ლანჩხუთი, საქართველო), ნინო გუჯაბიძე (ლანჩხუთი, საქართველო)

ნახევარმცველები: თეონა თოდაძე (ლანჩხუთი, საქართველო), ირინა ხაბურზანია (ლანჩხუთი, საქართველო), ანასტასია ბოლქვაძე (კვარტალი, თბილისი, საქართველო), ნინო პასიკაშვილი (კვარტალი, თბილისი, საქართველო), ნათია დანელია (კვარტალი, თბილისი, საქართველო), ლანა გორგაძე (მართვე, ქუთაისი, საქართველო), მარიამ ჯანიკაშვილი (ნორჩი დინამო, თბილისი, საქართველო), სალომი დიმოპულო (ლანჩხუთი, საქართველო), თეონა ბაქრაძე (ლანჩხუთი, საქართველო), ტატიანა მატვეევა (კრივბასი, კრივოი როგი, უკრაინა)

თავდამსხმელები: ხატია ჭყონია (ლანჩხუთი, საქართველო), ლელა ჭიჭინაძე (ნიკე, თბილისი, საქართველო), ნათელა წოწერია (ლანჩხუთი, საქართველო)

​საქართველოსა და ფინეთის ეროვნულ ნაკრებთა დაპირისპირება 21 ოქტომბერს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება. საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩი 19:00 საათზე დაიწყება.

მედიის წარმომადგენელთა საყურადღებოდ: საქართველო – ფინეთის ამხანაგურ შეხვედრებზე დასასწრები აკრედიტაციის მისაღებად, გთხოვთ, მოგვმართოთ ელექტრონულ ფოსტაზე – media@gff.ge.

ფინეთის წინააღმდეგ გასამართ მატჩამდე, ჩვენი გუნდი 20 ოქტომბერს 17:30 საათზე მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე მედიის წარმომადგენლებისთვის ღია ვარჯიშს გამართავს.

​შეგახსენებთ, რომ საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრები 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე A ჯგუფში შვედეთის, ფინეთის, ირლანდიისა და სლოვაკეთის ნაკრებებთან ერთად ასპარეზობს.

მატჩების განრიგი

21 ოქტომბერი, თბილისი | ფიფას მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩი
საქართველო 19:00 ფინეთი

26 ოქტომბერი, პოპრადი | ფიფას მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩი
სლოვაკეთი 18:30 საქართველო