ქეცბაიას გუნდის მესამე მარცხი

0
3

თემურ ქეცბაიას გაწვრთნილი „ანორთოსისისთვის“ კვიპროსი ჩემპიონატის მე-6 ტური წარუმატებელი აღმოჩნდა.

ფამაგუსტელები სტუმრად აელ-ს შეხვდნენ და 1:2 წააგეს. მასპინძლებმა ანგარიში მე-17 წუთზე გახსნეს, ხოლო სტუმრებმა საპასუხო ბურთი 23-ეზე გაიტანეს. 26-ე წუთზე აელ-მა მეტოქის კარი კიდევ ერთხელ აიღო და დარჩენილ დროში ანგარიში არ შეცვლილა.

მეკარე გიორგი ლორიამ „ანორთოსისში“ შეუცვლელად ითამაშა. ნახევარმცველი ნიკა ნინუა და თავდამსხმელი ნიკა კაჭარავა ფამაგუსტელთა თადარიგში იყვნენ, მაგრამ არ უთამაშიათ.

„ანორთოსისმა“ მიმდინარე სეზონში მხოლოდ 2 მატჩი მოიგო, ფრე არ უთამაშია და 6 ქულით 12-გუნდიან ჩემპიონატში მე-9 ადგილზეა.