ბერიძის უგოლო ფრე ლიდერთან

0
2

„უიპეშტმა“, რომელშიც გიორგი ბერიძე გამოდის, უნგრეთის უმაღლეს დივიზიონში ქულს სტუმრად ლიდერთან აიღო.

უიპეშტელები „კიშვარდას“ დაუპირისპირდნენ და მატჩი გატანილი გოლების გარეშე დასრულდა. ბერიძე სასტარტო შემადგენლობაში იყო და 87-ე წუთზე შეცვალეს.

„უიპეშტს“ ამ სეზონში ჩემპიონატში თამაში არ მოუგია, 4 ფრე აქვს და 4 ქულით სატურნირო ცხრილის ბოლოშია.

მძიმე ტრავმის მორჩენის შემდეგ, ნელ-ნელა სათამაშო ფორმას ლუკა ლაკვეხელიანი იბრუნებს.

მან „მეზიოკიოვეშდის“ სასტარტოში ზედიზედ მეორედ ითამაშა და თავის მოედანზე „დებრეცენთან“ მატჩში 3 ქულა აიღო. „მეზიოკიოვეშდი“ 11 ქულით მე-8 ადგილზეა.