ბუდუ ზივზივაძემ მიმდინარე სეზონში უნგრეთის უმაღლეს დივიზიონში თავისი მეორე გოლი გაიტანა.
მე-9 ტურში „ფეჰერვარი“, სადაც ქართველი თავდამსხმელი გამოდის სახლში „ჰონვედს“ შეხვდა და 2:1 გაიმარჯვა.
კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული ზივზივაძე სასტარტო შემადგენლობაში იყო და 26-ე წუთზე ანგარიში გახსნა. მან მეტოქის საჯარიმოში ცრუ მოძრაობით ერთი მცველი ჩამოიცილა და მარჯვენა ფეხით შორეულ მაღალ კუთხეში ლამაზი გოლი გაიტანა. ზივზივაძე 88-ე წუთზე შეცვალეს.
მასპინძლებმა მოწინააღმდეგის კარი მეორედ 55-ე წუთზე აიღო, ხოლო სტუმრებმა ანგარიშში სხვაობა ერთ ბურთამდე შეამცირეს.
„ფეჰერვარი“ 14 ქულით 12-გუნდიან ჩემპიონატში მე-4 ადგილზეა.
„ფერენცვაროშმა“ „ზალაეგერშეგი“ მიიღო და 1:2 დამარცხდა. საქართველოს ნაკრების მცველი ლაშა დვალი მასპინძლების განაცხადში იყო და ისევ არ ათამაშეს. ნახევარმცველი გიორგი ხარაიშვილი, რომელიც ტრავმირებულია, ბუდაპეშტელების განაცხადში ვერ მოხვდა.
„ფერენცვაროში“ ჩემპიონატს 18 ქულით ლიდერობს.
