კვეკვესკირმა ზედიზედ მესამედ მოიგო

0
2

პოზნანის „ლეხმა“, რომლის ღირსებას ნიკა კვეკვესკირი იცავს, პოლონეთის ექსტრაკლასაში ზედიზედ მესამე მატჩი მოიგო.

ამჯერად, პოზნანელებმა სტუმრად ვარშავის „ლეგია“ 1:0 დაამარცხეს. საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი სასტარტო შემადგენლობაში არ იყო და თამაშში 76-ე წუთზე ჩაერთო, როდესაც მისი გუნდი იგებდა.

ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-3 წუთზე სტუმრებს ანგარიშის გაზრდა შეეძლოთ, მაგრამ პენალტი ვერ გამოიყენეს. „ლეხმა“ ბოლო სამ შეხვედრაში 10 გოლი გაიტანა და 1 გაუშვეს. პოზნანელები 24 ქულით 18-გუნდიან ექსტრაკლასას ლიდერობენ.

„კრაკოვიამ“ პოზნანის „ვარტა“ მიიღო და 2:0 სძლია. საქართველოს ნაკრების მცველი ოთარ კაკაბაძე პოზნანელების თადარიგში იმყოფებოდა, მაგრამ არ უთამაშია. მისი გუნდი 16 ქულით მეექვსეა.

ავსტრიის ბუნდესლიგის მე-11 ტურში „ვოლფსბერგერმა“ გასვლაზე „ლასკს“ 1:0 სძლია. გამარჯვებულთა შემადგენლობაში ლუკა ლოჩოშვილმა შეუცვლელად ითამაშა. „ვოლფსბერგერი“ 15 ქულით მესამეა.

„ჟილ ვისენტე“ პორტუგალიის თასის 1/16-ფინალში გავიდა. გიორგი აბურჯანიას გუნდმა გასვლაზე „კონდეიშა“ 5:0 გაანადგურა, ხოლო საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა მოედანზე ორი ტაიმი დაჰყო.