მაკარიძე ისევ თადარიგში

0
3

გიორგი მაკარიძეს „ალმერიაში“ ისევ არ წყალობენ.

ესპანეთის სეგუნდა დივიზიონის მე-10 ტურში „ალმერია“ სტუმრად „ეიბარს“ დაუპრისიპირდა და 0:1 დამარცხდა.

საქართველოს ეროვნული ნაკრების კარის დარაჯი ალმერიელთა თადარიგში იყო და არ უთამაშია.

მან მიმდინარე სეზონში „ალმერიაში“ მხოლოდ 1 მატჩი ჩაატარა. არადა, გასულ სეზონში მაკარიძე ესპანური გუნდის პირველი მეკარე იყო და ჩემპიონატში 33-ჯერ ითამაშა.

„ალმერია“ 18 ქულით 22-გუნდიან ჩემპიონატში მე-3 ადგილზეა.

ავსტრისი მე-2 ბუნდესლიგის მე-11 ტურში „ლუშტენაუმ“ „კაპფენბერგერი“ მიიღო და 6:0 დაამარცხა. შემტევი ნახევარმცველი ლევან ელოშვილი სასტარტო შემადგენლობაში იმყოფებოდა და 68-ე წუთზე შეცვალეს.

„კაპფენბერგერი“ 9 ქულით 16-გუნდიან ჩემპიონატში მე-13 პოზიციაზეა.