ელგუჯა გრიგალაშვილმა მიმდინარე სეზონში უზბეკეთის სუპერლიგაში თავისი მე-8 გოლი გაიტანა.
„ქიზილქუმი“, სადაც გრიგალაშვილი თანამემამულეებთან გიორგი კუხიანიძესთან და მათე ვაწაძესთან ერთად გამოდის, სტუმრად მოქმედ ჩემპიონ ტაშკენტის „ფახთაქორთან“ 2:4 დამარცხდა.
გრიგალაშვილი სასტარტო შემადგენლობაში იყო და მე-13 წუთზე, როდესაც მისი გუნდი ავტოგოლით აგებდა, თანაგუნდელისგან ბურთი სტუმართა საჯარიმოში მიიღო, ჯერ მცველს გასცდა, შემდეგ მეკარეს და ზუსტად დაარტყა.
მოედანზე ორი ტაიმი დაჰყო კუხიანიძემ, ხოლო ვაწაძე თადარიგში იმყოფებოდ და თამაშში 81-ე წუთზე გრიგალაშვილის ნაცვლად ჩაერთო.
