გოგა ბითაძემ “კლივლენდთან” გაიბრწყინა

0
24

ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში მორიგი წინასასეზონო მატჩები ჩატარდა. “ინდიანა პეისერსერზი” “კლივლენდ კავალიერზთან” 94:110 დამარცხდა. მარცხის მიუხედავად გაიბრწყინა ინდიანაპოლისელთა ქართველმა მეფარე გოგა ბითაძემ, რომელმაც პარკეტზე 23 წუთნახევარი გაატარა და ოჰაიოელებს 18 ქულა ჩაუგდო. ამასთან, გოგას ანგარიშზე 6 მოხსნა და 3 დაფარებაც იყო. გოგას ბურთი არცერთხელ დაუკარგავს და პერსონალური ჯარიმა არ მიუღია.
შეხვედრის შემდეგ ბითაძემ კომენტარი გააკეთა:„როცა თამაში არ გიწევს, რთულია, მაგრამ შანსის მიღების შემთხვევაში ის უნდა გამოიყენო. მადლობა რიკ კარლაილს, მან ნდობა გამომიცხადა და სათამაშო დრო მომცა. თითქმის სრული ორი ტაიმი ვითამაშე. მწვრთნელს შეეძლო დრო სხვისთვის მიეცა, მაგრამ მე მენდო. ამას ვაფასებ“.