დავითაშვილის გოლი და გამარჯვება „ზენიტთან“

0
23

ტულას „არსენალმა“ რუსეთის მოქმედ ჩემპიონ სანკტ პეტერბურგის „ზენიტს“ მოუგო და ამ წარმატებაში თავისი წვლილი ზურიკო დავითაშვილმაც შეიტანა.

რუსეთის პრემიერ ლიგის მე-11 ტურში ტულელებმა „ზენიტს“ უმასპინძლეს და საქართველოს ეროვნული ნაკრების შემტევმა ნახევარმცველმა 53-ე წუთზე გატანილი გოლით მასპინძლები დააწინაურა.

იმ ეპიზოდში ხლუსევიჩის პასის შემდეგ, დავითაშვილმა სტუმართა საჯარიმოში ბურთიანად შეიჭრა და მეკარესთან პრიისპირ გასულმა ზუსტად დაარტყა.

მან რუსეთის ჩემპიონატში თავი მეორედ გამოიჩინა. შეგახსენებთ, რომ მსოფლიო 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში საქართველოს ნაკრებმა სტუმრად კოსოვო სწორედ დავითაშვილის გოლით დაამარცხა – 2:1.

88-ე წუთზე, არტიომ ძიუბამ ანგარიში გაათანაბრა, მაგრამ 90-ე წუთზე “არსენალის” ზამბიელმა ნახევარმცველმა კანგვამ გამარჯვების გოლი გაიტანა.

“არსენალი” 12 ქულით 16-გუნდიან ჩემპიონატში მე-12 ადგილზეა.