19-წლამდელები პორტუგალიაში საერთაშორისო ტურნირში ითამაშებენ

0
11

საქართველოს 19-წლამდე ვაჟთა ნაკრები, 10 ნოემბერს პორტუგალიაში გაემგზავრება და საერთაშორისო ამხანაგურ სამთა ტურნირში მიიღებს მონაწილეობას.

ვასილ მაისურაძის გუნდი, ტურნირის ფარგლებში დანიის და მასპინძელი პორტუგალიის 19-წლამდე გუნდებს დაუპირისპირდება. მატჩებს, 11-დან 14 ნოემბრამდე, პორტუგალიის ქალაქი – პორტუ უმასპინძლებს.

თამაშების განრიგი და საშეჯიბრო სახის სხვა დეტალები, მოგვიანებით გახდება ცნობილი. შეგახსენებთ, რომ 19-წლამდელებმა, 6-12 ოქტომბერს, ნორვეგიაში გამართული ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო რაუნდის ჯგუფური ეტაპი, პირველ ადგილზე დაასრულეს და ელიტ რაუნდის საგზურის მოპოვება შეძლეს.

ელიტ რაუნდი, 19-წლამდელებს გაზაფხულზე ელით, ხოლო ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპი, სლოვაკეთში 18 ივნისიდან, 1 ივლისამდე გაიმართება.

მეტოქე გუნდები

პორტუგალიის ასაკობრივი გუნდი, 19-წლამდე ევროპის ჩემპიონატის ბოლო სამი გათამაშების ფინალისტია – 2017 და 2019 წლებში ფინალში დამარცხდნენ, ხოლო 2018 წელს იტალიასთან გამარჯვების შემდეგ ჩემპიონობის მოპოვება შეძლეს.

დანიელმა 19-წლამდელებმა, 6-12 ოქტომბერს გამართული საკფალიფიკაციო რაუნდის ჯგუფური ეტაპი, საქართველოს მსგავსად პირველ ადგილზე დაასრულეს. დანიამ ჯგუფში ყაზახეთს, ჩრდილოეთ ირლანდიას და მასპინძელი ჩეხეთის რესპუბლიკის ნაკრებ გუნდებს აჯობა.