ფერან ტორესი „სიტის“ წელს ვერ დაეხმარება

0
17

„მანჩესტერ სიტის“ ერთ-ერთი ლიდერი შემტევი ნახევარმცველი ფერან ტორესი გუნდის მიმდინარე წლის ბოლომდე ვერ დაეხმარება.

გუნდის მთავარი მწვრთნელის პეპ გვარდიოლას განცხადებით ესპანელ ფეხბურთელს ტერფის ძვალი მოტყდა.

21 წლის ტორესმა ტრავმა ერთა ლიგის ფინალში საფრანგეთის ნაკრებთან წაგებულ (1:2) მატჩში მიიღო.

თუმცა, მას თამაში არ შეუწყვეტია და ტრავმის შესახებ ფინალის შემდეგ შეიტყო, როდესაც სამედიცინო გამოკვლევა ჩაიტარა.

ტორესმა მიმდინარე სეზონში „სიტის“ მაისურით ყველა ტურნირში ჩატარებულ 7 მატჩში 3 გოლი გაიტანა და ერთი საგოლე პასი გააკეთა.