საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკური დეპარტამენტის ორგანიზებით “დავით პეტრიაშვილი არენაზე” მწვრთნელთა განათლების C ლიცენზიის ორი კურსის მესამე მოდული გაიმართა.
აღნიშული მოდულის ძირითადი თემები რონდოს ფილოსოფია, ვარჯიშის მოდელის მიხედვით (U12/U21), 11X11 საფუძვლები და მოთამაშის პროფილები გახლდათ.
უეფას მწვრთნელთა განათლების C ლიცენზიის ორივე კურსზე ერთად ჯამში 53 მონაწილე ირიცხება. სასწავლო პროცესის დასრულების შემდეგ, გამოცდების წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში ყველა მათგანს საერთაშორისო კატეგორიის ლიცენზია გადაეცემა.
შეგახსენებთ, რომ 2018 წლიდან მწვრთნელთა განათლების C ლიცენზიის კურსი უეფას მწვრთნელთა განათლების კონვენციასთან სრულ შესაბამისობაში მოვიდა და საერთაშორისო სტატუსი მიენიჭა.