“მეტალისტ 1925-ის მწვრთნელი:”კვერკველია ჩვენი გუნდისთვის ძალიან ხარისხიანი შენაძენია”

0
48

ხარკოვის “მეტალისტ 1925”-ის მთავარ მწვრთნელ ვალერი კრივენცოვის აზრით, სოლომონ კვერკველია გუნდს სერიოზულად გააძლიერებს.

მან ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველის მიერ უკრაინულ კლუბთან კონტრაქტის გაფორმების შემდეგ განაცხადა:

“კვერკველია კვალიფიციური და გამოცდილი მოთამაშეა, რომელმაც საქართველოს ეროვნულ ნაკრებში 40-ზე მეტი მატჩი ჩაატარა. ის რუსეთის ჩემპიონია. ჩემი აზრით, კვერკველია ჩვენი გუნდისთვის ძალიან ხარისხიანი შენაძენია, მით უმეტეს თუ გავითვალისწინებთ როგორი მატჩები გველოდება. ჩვენ დაცვის ხაზში მოთამაშე აუცილებლად გვჭირდებოდა და ამიტომ, მისი ძალიან გვეიმედება”.