მამუკელაშვილის შვიდი მოხსნა “იუტა ჯაზთან”

0
5

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის მოქმედმა ჩემპიონმა, „მილუოკი ბაქზმა“ მეოთხე წინასასეზონო შეხვედრა გამართა და “იუტა ჯაზს“ დაუპირისპირდა. სანდრო მამუკელაშვილმა ამჯერად პარკეტზე 17 წუთი დაჰყო და ამ სათამაშო დროის განმავლობაში 2 ქულა, 7 მოხსნა და ერთი დაფარება შეასრულა.
შეხვედრა სოლტ ლეიკ სიტელთა გამარჯვებით, 124:120 დასრულდა, მატჩის ყველაზე შედეგიანი კალათბურთელი კი 25 ქულით მილუოკელთა ფორვარდი კრის მიდლტონი გახდა.