იტალიური „ინტერი“ საქართველოშია

0
3

ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტთან პარტნიორობით, გაზაფხულიდან საქართველოში ფუნქციონირებას დაიწყებს, მილანის „ინტერის“ პირველი ბავშვთა საფეხბურთო აკადემია.

იტალიური მხარის საფეხბურთო შეხედულებები და პოლიტიკა, მსოფლიოს მასშტაბით, მიზნად ისახავს გეოგრაფიის ზრდას. ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტთან შეთანხმებისა და თანამშრომლობის შედეგად, ახლა უკვე „ინტერის“ რიგით მეოცე ბავშვთა საფეხბურთო აკადემია ბინას, თბილისში დაიდებს.

NVU-ის ხელძღვანელობა, სრულად იზიარებს „ინტერის“ აკადემიის მიერ ახალგაზრდების აღზრდაში შეტანილ განსაკუთრებულ წვლილს, რომელიც თანაბრად ეყრდნობა და ეფუძნება მოზარდების სპორტულ, პიროვნულ და საგანმანთლებლო განვითარებას.

ამ პარტნიორობისა და თანამშრომლობის საფუძველზე, NVU-ის ხელმძღვანელობა მიზნად ისახავს საქართველოში იმ პოზიტიური გავლენის დამკვიდრებას, რომლის ხარჯზეც, მოზარდები გაითავისებენ ყველა იმ მნიშვნელოვან ცხოვრებისეულ ღირებულებას, რომელიც საფეხბურთო სამყაროს განუყოფელი ნაწილია.

საქართველოში, „ინტერის“ აკადემია ფუნქციონირებას გაზაფხულიდან დაიწყებს.

დავით კერესელიძე („ნიუ ვიჟენ“ უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე):”ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის ხელმძღვანელობა, სრულად იზიარებს „ინტერის“ აკადემიის პრინციპებს, რომელიც თანაბრად ეყრდნობა და ეფუძნება მოზარდების სპორტულ, პიროვნულ და საგანმანათლებლო განვითარებას.

ძალიან კმაყოფილი ვარ, რომ პარტნიორობაზე მსოფლიო ფეხბურთის ერთ-ერთი უდიდესი და გამორჩეული ტრადიციების მქონე საფეხბურთო ბრენდთან შევთანხმდით. ეჭვი არ მეპარება, რომ საქართველოში „ინტერის“ აკადემია ძალიან წარმატებული პროექტი იქნება. ამის მყარი გარანტი კი ისეთ წამყვან კლუბთან თანამშრომლობაა, როგორიც მილანის „ინტერია”.

ჩვენ იმ დიდი გამოცდილების თანამოზიარენი გავხდებით, რომელიც იტალიურ მხარეს გააჩნია. ახალგაზრდების სწორად განვითარების მიზნით კი აკადემიაში „ინტერის“ მაღალკვალიფიციური მწვრთნელები იმუშავებენ, რომლებიც ხელს შეუწყობენ ახალგაზრდა ფეხბურთელების ზრდას.

აკადემიაში 5-დან 17 წლამდე ბავშვებს მივიღებთ, რომლებსაც იტალიიდან ჩამოყვანილი სპეციალისტი, მასიმილიანი ფერარი უხელმძღვანელებს. მან „ინტერის“ აკადემია ჩინეთში ააწყო. აქვე ვიტყვი, რომ ყოველწლიურად „ინტერში“ სტაჟირებას მინიმუმ 10 ქართველი მწვრთნელი და 20 ფეხბურთელი გაივლის.

„ინტერის“ აკადემია საქართველოში ფუნქციონირებას გაზაფხულიდან დაიწყებს. ეს ამბავი იმიტომ მიხარია, რომ საქართველოში „ინტერის“ აკადემიის გახსნა ქართულ ფეხბურთს წაადგება”.

ალესანდრო ანტონელო („ინტერის“ აღმასრულებელი დირექტორი):”მილანის „ინტერის“ აკადემიის საქართველოში გახსნა წარმოადგენს განვითარების კიდევ ერთ მნიშვნელოვან ნაბიჯს.

ეს მნიშვნელოვანია, არა მხოლოდ იმიტომ, რომ შესაძლებელს ხდის ჩვენი კლუბის პროექტის გაფართოებას, არამედ იმიტომ, რომ შეთანხმება დადებულია უნივერსიტეტთან ერთად, რომელიც სრულად იზიარებს „ინტერის“ ხედვას, ბავშვებისა და ახალგაზრდების განათლების შესახებ”.