თორნიკე ოქრიაშვილი:”დღევანდელი ჩვენი გამარჯვება სწორედ ამ ადამიანებს ეძღვნებათ”

0
11

თორნიკე ოქრიაშვილს მიაჩნია, რომ საქართველოს ნაკრებმა მსოფლიო 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში სტუმრად კოსოვოსთან (2:1) გამარჯვება დაიმსახურა.

განვლილ შეხვედრაში პირველი გოლის გამტანმა შემტევმა ნახევარმცველმა ამის შესახებ პრიშტინაში დასრულებული თამაშის მერე განაცხადა.

თორნიკე ოქრიაშვილი: “მსურს იმ ტრაგედიით დავიწყო, რომელიც ბათუმში მოხდა. ვიცი, რომ უამრავ ადამიანს ძალიან რთული დღეები ჰქონდა. გვინდოდა ბათუმშივე გაგვეხარებინა ჩვენი გულშემატკივარი, მაგრამ, სამწუხაროდ არ გამოგვივიდა. დღევანდელი ჩვენი გამარჯვება სწორედ ამ ადამიანებს ეძღვნებათ. რაც შეეხება მოგებას და სამ ქულას, ბედნიერები ვართ, რადგან ამ მომენტს დიდ ხანს ველოდით. ჩემი აზრით, ეს ყველაფერი დავიმსახურეთ და წინ კიდევ ბევრი გამარჯვება გველოდება.”