საფეხბურთო ღია კარის დღე ბათუმში

0
11

ბათუმში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ინიციატივითსაფეხბურთო ღია კარის დღე გაიმართაღონისძიების ფარგლებში 15-წლამდე გოგონებმა სხვადასხვა საფეხბურთო აქტივობებში მიიღეს მონაწილეობა.

ფეხბურთით დაინტერესებული გოგონებისთვის ბათუმში საფეხბურთო ვარჯიშები რეგულარულად სრულიად უფასოდ უკვე ერთი წელია იმართება და წვრთნებს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მიერ გადამზადებული მწვრთნელები ატარებენ.

რეგულარული ვარჯიშები სფფის პროექტის #WePlayStrong საქართველო ფარგლებში მთელი ქვეყნის მასშტაბით რამდენიმე ლოკაციაზე იმართებამათ შორისთბილისში – ვაკის, გლდანისა და ვარკეთილის საფეხბურთო ცენტრებშიგორშითერჯოლასა და ბათუმშიმომავალი წლისთვის იგეგმება 10-მდე საფეხბურთო წერტილის შექმნა.

პროექტი ქალთა ფეხბურთის განვითარების 4 წლიანი სტრატეგიული გეგმის ნაწილიარომელიც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ მიმდინარე წელს უეფასთან ერთად შეიმუშავა და მიზნად გოგონების ფეხბურთში ჩართვას ისახავს.