გურამ კაშია:”ყველა მატჩი ასეთი შემართებით უნდა ვითამაშოთ”

0
4

გურამ კაშიასთვის, რომელმაც ჯაბა კანკავას არყოფნაში საქართველოს ნაკრებს უკაპიტნა, ყველაზე სასიამოვნოა, რომ მისმა თანაგუნდელებმა წარმატების მისაღწევად საჭირო ჟინი გამოავლინეს.

ცენტრალურმა მცველმა ამის თაობაზე მსოფლიო 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩე ციკლში პრიშტინაში კოსოვოსთან (2:1) სამი ქულის აღების მერე განაცხადა.

გურამ კაშია: “ვფიქრობ, დღეს დამსახურებულად მოვიგეთ, ბიჭებმა ის ჟინი და ბრძოლა აჩვენეს, რაც წარმატების მიღწევისთვის გვჭირდებოდა. ეს არის ყველაზე სასიამოვნო. სწორედ ასეთი შემართებით უნდა ვითამაშოთ ყველა მატჩი. შესაძლოა თამაშს ბოლომდე ვერ ვაკონტროლებდით, მაგრამ დაცვით ფაზაში კარგად ვიმოქმედეთ. საერთო ჯამში ეს შედეგი დავიმსახურეთ, დიდი ხანია არ მოგვიგია და ამიტომ ძალიან ბედნიერი ვარ”.