ადიგენის გოგონათა გუნდი 7×7 საფეხბურთო ფესტივალის გამარჯვებულია

0
2

ბათუმში, ანგისას ბაზამ 16-წლამდე გოგონათა შორის 7×7-ზე საფეხბურთო ფესტივალის ფინალურ ეტაპს უმასპინძლა, რომელიც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და Master League-ის ინიციატივით გაიმართა.

ნახევარფინალურ მატჩებში ერთმანეთს ხონისა და ბათუმის გუნდები და ადიგენისა და თეთრიწყაროს გუნდები დაუპირისპირდნენ. ფესტივალის ფინალურ მატჩში, ადიგენისა და ხონის გუნდებმა გადაინაცვლეს და ფესტივალის გამარჯვებული ადიგენის გოგონათა გუნდი გახდა.

გამარჯვებულებს პრიზები, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა დავით მუჯირმა, 7x7 ფეხბურთის ასოციაციის პრეზიდენტმა აკო ხლაბუსტოვმა, აჭარის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ირაკლი თოთლაძემ და სფფ-ის ქალთა ფეხბურთის განვითარების მენეჯერმა ქეთი ყიფიანმა გადასცეს.

ფესტივალი 28 ივნისს დაიწყო და ერთი თვის განმავლობაში მთელი საქართველოს მასშტაბით გაიმართა. გოგონათა საფეხბურთო ჩემპიონატში მონაწილეობა 400-მდე გოგონამ მიიღო. ფესტივალის ფინალური ეტაპი, რომელიც ივლისის ბოლოს იყო დაგეგმილი, კორონავირუსით გამოწვეული რეგულაციებიდან გამომდინარე გადაიდო და ოქტომბერში გაიმართა.

პროექტი ქალთა და გოგონათა ფეხბურთის განვითარების 4-წლიანი სტრატეგიული გეგმის ნაწილია, რომელიც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ უეფასთან ერთად შეიმუშავა.