ზურიკო დავითაშვილი:”ყველანაირი ზეწოლა გადავლახეთ და ძალიან რთულ თამაშში გავიმარჯვეთ”

0
6

ზურიკო დავითაშვილის აზრით, საქართველოს ნაკრებმა ყველანაირი ზეწოლა გადალახა და მსოფლიო 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში სტუმრად კოსოვოსთან (2:1) დამსახურებულად მოიგო.

კოსოვოს კარში გამარჯვების გოლის ავტორმა ამის შესახებ პრიშტინაში თამაშის დამთავრების შემდეგ ისაუბრა.

ზურიკო დავითაშვილი: “გოლის გატანა ყოველთვის სასიამოვნოა, მაგრამ ახლა ისეთი პერიოდი გვქონდა, როდესაც სამი ქულის მოპოვება ძალიან გვჭირდებოდა. საბედნიეროდ, ყველანაირი ზეწოლა გადავლახეთ და ძალიან რთულ თამაშში გავიმარჯვეთ. რა თქმა უნდა, ყველანი ძალიან გახარებული ვართ და იმედი გვაქვს ასე გავაგრძელებთ”.