სკოლარი „გრემიოდან“ დაითხოვეს

0
5

ბრაზილიის „გრემიოს“ ხელმძღვანელებმა მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან ლუიშ ფელიპე სკოლარი გაათავისუფლეს.

„გრემიოს“ ვებგვერდის ინფორმაციით, მხარეებმა თანამშრომლობა შეთანხმების საფუძველზე შეწყვიტეს.

სკოლარი ბრაზილიის სერია A-ს განვლილ ტურში „სანტოსთან“ (0:1) მარცხის შემდეგ დაითხოვეს. „გრემიო“ 20-გუნდიან ბრაზილიის ჩემპიონატში მე-19 ადგილზეა.

72 წლის სკოლარი სამწვრთნელო კარიერის განმავლობაში „გრემიოს“ 4-ჯერ უძღვებოდა და 1994 წელს ბრაზილიის თასი მოაგებინა, 1995 წელს – კოპა ლიბერტადორესი, 1996 წელს – ბრაზილიის ჩემპიონატი, ხოლო იმავე წელს რეკოპა სუდამერიკანა.