რობერტ ლევანდოვსკი:“გვარდიოლამ ფეხბურთი სხვა კუთხით დამანახა“

0
12

პოლონეთის ეროვნული ნაკრებისა და მიუნხენის „ბაიერნის“ თავდამსხმელ რობერტ ლევანდოვსკის თქმით, პეპ გვარდიოლამ ფეხბურთი სხვა კუთხით დაანახა.

„გვარდიოლამ ფეხბურთზე სხვაგვარად ყურება მასწავლა – მივხვდი რა მნიშვნელობა აქვს მოძრაობას, გავიგე ტაქტიკა და თამაშში მისი გამოყენება. მასთან მუშაობის შემდეგ მოედანზე სხვაგვარად ვაზროვნებ, რადგან ფეხბურთს სხვა კუთხით ვხედავ. უკვე ვხვდები თუ ვინ შეცდა, ვინ უკეთესად ითამაშა და მეტოქეზე ერთი ნაბიჯით წინ როგორ უნდა ვიყო.

ჩვენი ურთიერთობის დროს პეპი ტაქტიკას ხშირად მიხსნიდა და მეუბნებოდა: „მე ვერ დაგეხმარები, რომ უკეთესი ფორვარდი გახდე, რადგან ისედაც კარგი ხარ, მაგრამ შემიძლია შენს პარტნიორებს ბურთის საჯარიმომდე მიტანაში დავეხმარო, ხოლო ის უკვე შენ იცი რა უნდა გააკეთო“ – ციტირებს 33 წლის ფორვარდა ესპანური გამოცემა Marca.

გვარდიოლა მიუნხენის „ბაიერნში“ ლევანდოვსკის 2013-2016 წლებში წვრთნიდა. მისი ხელმძღვანელობით ბავარიელებმა გერმანიის ბუნდესლიგა 3-ჯერ, გერმანიის თასი 2-ჯერ, ხოლო თითოჯერ უეფას სუპერთასი და მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი მოიგეს.